მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა მექსიკაში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოახაკას შტატში 23 ადამიანი დაიღუპა, ჩიაპას შტატში - 7, ხოლო ტაბასკოს შტატში - 2.

დღეს მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი, ქვეყნის სამხრეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე იყო. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მექსიკის გარდა ცუნამის საფრთხე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში გამოცხადდა.