გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც კომპანია ”თელასში” განმარტავენ, დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ბაქრაძის და კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, - აცხადებენ კომპანიაში.