გეგმური სამუშაოების გამო ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, 9 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია ”თელასში”  აცხადებენ, რომ დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ბაქრაძის და კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.