გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 12:30-დან 12:50 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1054 აბონენტს ავჭალის მასივში, ავჭალის აგარაკებზე, ზაჰსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00-დან 14:00 საათამდე 105 აბონენტს დიღომში ფიროსმანის და ჩარგალეთის ქუჩებზე, 14:30-დან 15:00 საათამდე 1054 აბონენტს გლდანში, ავჭალის მასივში, ავჭალის აგარაკებზე, ზაჰსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11 სექტემბერს 17:00-დან 18:30 საათამდე 910 აბონენტს წეროვანში, ჩარდახში, სხალტბასა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.