მთელ მსოფლიოში, ოფიციალური სტატისტიკა ხელფასის საშუალო ოდენობას და სამუშაო საათების რაოდენობას ითვლის.
ჩვენ გადავწყვიტეთ ის ათი ქვეყანა გაგაცნოთ, სადაც წლიური საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია.
ლუქსემბურგი - 61 511 დოლარი
ათეულში როგორც ზომით, ასევე მოსახლეობით ყველაზე პატარა ქვეყანა ანაზღაურებით პირველ ადგილზეა. ლუქსემბურგში ეკონომიკა ძირითადად საბანკო და საინვესტიციო პროექტებს ეფუძნება. ბევრმა დიდმა კომპანიამ, ისეთმა როგორიცაა „ამაზონი“ და „სკაიპი“ ლუქსემბურგი კომპანიის რეზიდენციად არჩია.ამერიკის შეერთებული შტატები - 57 138 დოლარი
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აშშ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა. ის ბაზარზე ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოვაჭრეა. ამერიკელების სამუშაო კვირა საშუალოდ 44 საათისგან შედგება.შვეიცარია - 57 082 დოლარი
მათი ეკონომიკა ძირითადად წარმოებაზეა დამოკიდებული. შვეიცარიული პროდუქტი - საათები, ფარმაცევტულ საქონელი, ქიმიკატები, მუსიკალური ინსტრუმენტები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თუმცა მათი ეკონომიკა ასევე დამოკიდებულია საბანკო საქმიანობასა და უცხოურ ინვესტიციებზე.ირლანდია - 53 286 დოლარი
ირლანდია ცხოვრების მაღალი ხარისხით და თავისუფალი ქვეყნის სახელითაა ცნობილი. მათი ეკონომიკა ძლიერ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ეყრდნობა. ასევე ზოგიერთი უდიდესი ვიდეო თამაშების კომპანია სწორედ ამ ქვეყანაში მდებარეობს.ნორვეგია - 51 718 დოლარი
ნორვეგიამ დანიისა და ჰოლანდიის მსგავსად წარმატებას სოციალისტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით მიაღწია. ნორვეგიას ხელს ისიც უწყობს, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყანას უფასო მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და უმაღლესი განათლება აქვს. მათი სამუშაო კვირა მხოლოდ 30 საათისგან შედგება.ავსტრალია - 51 148 დოლარი
ავსტრალიელები კვირაში მხოლოდ 35 საათს მუშაობენ. მათი ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია სერვისების ინდუსტრიაზე. თუმცა მათ ასევე დიდი რაოდენობით გააქვთ ექსპორტზე - ნავთობი და სხვადასხვა ნედლეული.ნიდერლანდები - 51 003 დოლარი
მათი აქვთ ძლიერი და მრავალფეროვანი ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო ვაჭრობაზე. ეს ფაქტი ქვეყანას გერმანიასთან და ინგლისთან დაახლოებაში დაეხმარა. სამუშაო დრო კი კვირაში 35 საათია.დანია - 49 589 დოლარი
დანიას ძლიერი ეკონომიკა აქვს, რომელიც ქვეყანაში ცხოვრების მაღალი სტანდარტის დანერგვაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ სკანდინავიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დანიაში გადასახადები მაღალია. გადასახადებიდან შემოსული თანხა კი ჯანდაცვის პროგრამებს, განათლებასა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას ხმარდება. დანიას ეროვნული ვალი არ აქვს.კანადა - 48 164 დოლარი
კანადას დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსი აქვს, ასევე იგი საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის წარმოებით მეორე ადგილზეა. კანადა ასევე ძლიერია თევზჭერის ინდუსტრიაში და იგი მსოფლიო ლიდერებს შორისაა, როდესაც საქმე ეხება პროგრამულ და ვიდეო თამაშების წარმოებას. კანადელები კვირაში საშუალოდ 30 საათი მუშაობენ.ბელგია - 48 093 დოლარი
სიის ბოლო ადგილს ბელგია იკავებს. ბელგიაში ხელფასებს იხდიან ყოველთვიურად და არა ყოველკვირეულად, რაც ამერიკისთვისაა დამახასიათებელი. ბელგიელებს უფრო მეტი ანაზღაურებადი დასვენება აქვთ, ვიდრე ამერიკელებს.