დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის დოკუმენტში სხვადასხვა უწყებების მხრიდან შემოსული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობს.
„გენერალურ გეგმაში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სამინისტროების, უწყებებისა და ექსპერტების მხრიდან მიღებული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობს. ჯგუფი, შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ასახვას გენერალური გეგმის დოკუმენტში დაახლოებით ორ კვირაში დაასრულებს, რომლის შემდეგაც, ვფიქრობ, რომ წარვადგენთ დედაქალაქის საკრებულოში’’, - განაცხადა დავით ნარმანიამ.