12 სექტემბრამდე საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი 13 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
აღნიშნულ პერიოდში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-32 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი, უნალექო ამინდი 12 სექტემბრამდე შენარჩუნდება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-33 გრადუსი იქნება. 12 სექტემბერს კი ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მცირე, ხანმოკლე წვიმა. შესაბამისად, ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და დაახლოები 28-30 გრადუსი იქნება.
11 სექტემბრის ჩათვლით ასევე უნალექო და თბილ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები თბილისში, სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება. 12 სექტემბერს კი, დედაქალაქში ღუბლიანი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი, 28 გრადუსამდე იქნება.