ხვალ თელავში „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნება

10 სექტემბერს, თელავში წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური ფილიალი „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნება.

ფილიალის გახსნის ცერემონიას დაესწრება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.

წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ უკვე 9 წელია, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების წიგნიერების დონის ამაღლებაში. იგი აერთიანებს 54 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

„ბიბლუსი გალერეა“ ეს არის მრავალფუნქციური წიგნის მაღაზია, რომელშიც არის წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორისაა უცხოური პროფესიული და მხატვრული ლიტერატურა. გარდა ამისა გალერეაში მოწყობილია სამკითხველო კუთხეები წიგნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ფუნქციონირებს ლიტერატურული კაფე და უნიკალური ქართული ღვინის კუთხეები. „ბიბლუსი“ მსგავსი ტიპის მასშტაბური ფილიალებით ცდილობს საზოგადოების მეტად დაახლოებას წიგნთან და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას.

ფილიალი თელავში, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე 10 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება.