მესტიის რაიონში ვეტერანებს და დევნილებს დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, მესტიის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათ ოჯახის წევრებს, ასევე დევნილებს უფასო სამედიცინო შემოწმება და მრავალპროფილური კვლევები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩაუტარდათ.
ორგანიზატორთა ძალისხმევით, სპეციალურად ამ აქციისთვის „ჩაფიძის გულის ცენტრის“, ასევე, სხვა პროფილის ექიმები სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად თბილისიდან ჩავიდნენ.