Apple ახალი სმარტფონის iPhone 8-ის პრემიერას ხვალ, 12 სექტემბერს გეგმავს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს იქნება ყველა წინამორბედისგან რადიკალურიად განსხვავებული მოდელი, რომელიც Apple-მა მომხმარებლებს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოუმზადა. როგორც ცნობილია, ახალი სმარტფონი მიიღებს უსადენო დატენვის ფუნქციას, სახის ამომცნობ ფუნქციას, გადახრილ ეკრანს - პირველად, და ასევე პირველად ინტეგრირებულ „ჰოუმ“ ღილაკს.
ახალი სმარტფონის გამოცემა iPhone 7s და 7s Plus-თან ერთად იგეგმება, რომლებიც მოქმედი მოდელების გაუმჯობესებული ვარიანტები იქნება.
სიახლის წინასწარი შეკვეთების მიღება 15 სექტემბერიდან დაიწყება, ხოლო დახლებზე 22 სექტემბრიდან გამოჩნდება. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში iPhone 8 ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა. როგორც მოსალოდნელია მისი ფასი 1000 დოლარი იქნება და კომპანიის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი და მოქმედ „7“-იანზე 54%-ით ძვირი ეღირება. ახალი სმარტფონი სამ ფერში იქნება წარმოდგენილი - თეთრი, შავი, სპილენძისფერი ან ოქროსფერი.
სმარტფონის პრემიერა კალიფორნიაში მდებარე კომპანიის სათავო ოფისში Apple Park-შია დაგეგმილი და ისიც აღსანშნავია, რომ საპრემიერო ღონისძიებაზე კომპანია Apple სმარტფონების გარდა, ასევე წარადგენს: მესამე თაობის Apple Watch-ს და 4K რეზოლუციის მქონე Apple TV-ს.
კოკა კვირკველია
იხილეთ აგრეთვე:
"1984" - Apple-ის პირველი რეკლამა, რომელმაც სარეკლამო რევოლუცია მოახდინა (ვიდეო)
6 წარმატებული კომპანია, რომლებმაც ბიზნესი ავტოფარეხში დაიწყეს