უძრავი ქონება მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფასული აქტივია.
კომპანია Savills-ის მონაცემებით, მსოფლიოში საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ღირებულება 200 ტრილიონ დოლარს შეადგენს. აქედან საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება 168,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ანუ მთლიანი ღირებულების 84%-ს. ამ მაჩვენებლის 70% კი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის.
პირველ ადგილს იკავებს ჩინეთი, სადაც ქვეყნის მთლიანი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს. ჩინეთში არსებული ყველა შენობის ღირებულება ჯამში 42,7 ტრილიონ დოლარს აღწევს. აქედან კომერციული შენობები მხოლოდ 3,3 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.
ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონებით მეორე ადგილზეა აშშ-ი, სადაც საცხოვრებელი უძრავი ქონების მთლიანი ღირებულება მცირედით ჩამორჩება ჩინეთის მონაცემებს. ჯამში, ჩინეთისა და აშშ-ის უძრავი ქონების საერთო ღირებულება 84,8 ტრილიონ დოლარს უტოლდება, რაც მსოფლიოს უძრავი ქონების მთლიანი ღირებულების 42%-ია. ჩინეთისგან განსხვავებით, აშშ-ში კომერციული უძრავი ქონების წილი 18% - 8 ტრილიონი დოლარია.
12,3 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული იაპონიაში არსებული უძრავი ქონება. საცხოვრებელი უძრავი ქონების ჯამური ღირებულება 9,5 ტრილიონი დოლარია, კომერციული უძრავი ქონების კი 2,8 ტრილიონი დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპის ფინანსური ცენტრია, ქვეყნის უძრავი ქონება ჯამში 10,6 ტრილიონი დოლარით არის შეფასებული. აქედან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე 9,2 ტრილიონი დოლარი მოდის, კომერციულზე კი 1,6 ტრილიონი დოლარი.
მეხუთე პოზიციაზეა ინდოეთი, სადაც უძრავი ქონების ღირებულება 8,7 ტრილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, კომერციული უძრავი ქონება ქვეყანაში მხოლოდ 0,4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.
ათეულში ასევე მოხვდნენ გერმანია - 7,6 ტრილიონი დოლარით, საფრანგეთი - 6 ტრილიონი დოლარით, ბრაზილია - 4 ტრილიონი დოლარით, იტალია - 3,8 ტრილიონი დოლარით და რუსეთი - 2,9 ტრილიონი დოლარით.