თელავის მუნიციპალიტეტში ნასამხრალსა და კურდღელაურში სეტყვა და ქარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
,,სეტყვა სოფლებში - ნასამხრალსა და კურდღელაურში იყო, თუმცა ამ ეტაპზე ზარალზე საუბარი ძნელია. ინფორმაცია, მიადგა თუ არა ზარალი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხვალ დილით გახდება ცნობილი“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე შათირიშვილმა.