საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).
სააგენტო Moody’s-ის განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას”, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Moody’s-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესებას შეეხებოდა.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლის 11 სექტემბერს, Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.