ოთხ დღეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8-11 სექტემბერს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყება, დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ექვსი ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - ხუთი ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს შემთხვევაში ასევე - ხუთი, ხოლო აჭარის, ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების ტერიტორიაზე - ორ-ორი ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 38 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 77 მ3 წიფლის, რცხილას, მუხისა და წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი.

ამავე პერიოდში, ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.