თელავში სეტყვისგან დაზიანებული ვენახები დღეს დაიკრიფება, რადგან დიდი ზარალი თავიდან იქნას აცილებული , - ამის შესახებ რაიონის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოფელ ნასამხარში, კურდღელაურსა და შალაურში 180-მდე ჰექტარია დასეტყვილი. დაზიანდა ეთწლიანი კულტურები და ვენახები.
ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს და ზუსტი მონაცემები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.