ქუთაისის მერიაში „ქორთიარდ მარიოტის" წარმომადგენელმა და ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ მარიოტს". სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე, ახლად აშენებული ,,მაკდონალდსის" გვერდით განთავსდება. ადგილი, სადაც 13-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები.
,,ეს არის ერთ-ერთი დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში, რა თქმა უნდა, ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად მზად არის, რომ 5- ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო იყოს. მიხარია, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა", -აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.