2019 წლისთვის მედია რეკლამა ონლაინ რეკლამაზე დანახარჯების 50%-ს შეადგენს

ინოვაციური სარეკლამო ფორმატები, როგორიც ვიდეო, ფასიანი კონტენტი, ბუნებრივი რეკლამა 2016 და 2019 წლებში გლობალური მედია რეკლამის 14%-იანი ზრდის სტიმულირებას მოახდენენ.

Zenith-ის მონაცემებით, 2019 წლისთვის მედია რეკლამა ონლაინ რეკლამაზე დანახარჯების 50,4%-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, ვიდეო რეკლამა წლიურად 21%-ით გაიზრდება, რეკლამა სოციალურ ქსელებში კი 20%-ით. რაც შეეხება ფასიან ძიებას, მისი ზრდა 10%-ს მიაღწევს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კომპანიებისთვის აზრი არ აქვს სატელევიზიო და ონლაინ ვიდეო რეკლამის ცალ-ცალკე დაგეგმვას, რადგან ეს ორი სახეობა ერთმანეთს კი არ ცვლის, არამედ ავსებს.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2018 წელს რეკლამაზე გლობალური დანახარჯები 4,1%-ით გაიზრდება და 558 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2019 წელს კი დანახარჯების 4,2%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.