წერეთლის გამზირზე რამდენიმე საათის წინ „თიბისი ბანკის“ დაყაჩაღებაც სცადეს.
პოლიციისთვის ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ბანკში დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრნენ. ბოროტმოქმედებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ადგილზე მუშაობს პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბოროტმოქმედების დადგენის მიზნით.
არის თუ არა კავშირი „თიბისი ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობასა და ამავე გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობას შორის, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილია, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა პირმა მისი აყვანის სპეცოპერაციისას თავი მოიკლა.