ერთ-ერთი ვერსიით, ბანკის დაყაჩაღების დროს ამჟამად გარდაცვლილ პირს თანამზრახველი ჰყავდა, რომელმაც გაქცევა შეძლო

წერეთლის გამზირზე ბანკის დაყაჩაღების მცდელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში კინოლოგები ჩაერთნენ. ერთ-ერთი ვერსიით, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების დროს ამჟამად გარდაცვლილ პირს თანამზრახველი ჰყავდა, რომელმაც გაქცევა შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და კინოლოგები საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში ჩაერთნენ.