რუსთავში გარეგანათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე გარეგანათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაობს ააიპ ,,უზრუნველყოფის" თანამშრომლები აწარმოებენ.

როგორც ააიპ ,,უზრუნველყოფის" უფროსი ზაზა კუპატაძე აცხადებს, ქალაქში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული დეკორატიული სანათებისა და სადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე დღეს 100 ახალი სანათი დამონტაჟდა. რეაბილიტაციის ფარგლებში კი სულ 300 დეკორატიული სანათი დამონტაჟდება.