კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში ახალი iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი მოდელის iPhone-ების პრეზენტაციამდე Apple-მა საზოგადოებას ახალი სოციალური სივრცეები წარუდგინა, სადაც პროდუქცია გაიყიდება. ასევე გაიმართა ახალი Aplle Watch- ის, ear pad-ის და Apple TV-ს პრეზენტაცია. ბოლოს კი საზოგადოებამ iPhone-ის სამი ახალი მოდელი იხილა - iPhone 8 , iPhone 8 + და iPhone X.
iPhone 8 და iPhone 8 + ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი - all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა. ასევე, მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.
რაც შეეხება ფასებს, iPhone 8 699 $ ეღირება, iPhone 8 + - 799 $, ხოლო iPhone X- 999 $.
საიუბილეო მოდელი iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.