მეტროსადგური ”უნივერსიტეტი” გახსნისთვის მზად არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ნარმანიას განმარტებით, მეტროსადგურის ტესტირების პროცესი მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში გაიხსნება.
დედაქალქის მერს მეტროსადგურის გახსნის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
"ყველა ძირითადი სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით უკვე შეასრულა. ამჟამად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი.
პარალელურ რეჟიმში, ჩვენ მეტროს ახალი შემადგენლობა მოვამზადეთ. ეს არის მოდერნიზებული, თანამედროვე დიზაინის 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც მეტროსადგურის გახსნასთან ერთად შევა ექსპლუატაციაში. რამდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ შემადგენლობა. ასე რომ, მეტროსადგური უახლოეს მომავალში გაიხსნება და მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.