მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 191.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ეს ციფრი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, 2016 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 128.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 6.3 მილიონი ლარის ვადაგადაცილებული სესხები ამოიღეს; გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 4.7 მილიონი ლარი იყო.
როგორც ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ბანკების მიერ ჩამოწერილმა სესხებმა 2017 წლის 1-ელ შვიდ თვეში 20.9 მილიონი ლარი შეადგინა.