აზიის განვითარების ბანკი მოხარულია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით , - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა ბამბანგ სუსანტონომ განაცხადა.
„თბილისი სამომავლო ქალაქების პროგრამის ერთ-ერთი ქალაქია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ მატერიალურ ინფრასტრუქტურას, არამედ არამატერიალურ ინფრასტრუქტურასაც. ეს ეხება განათლებას, ჯანდაცვას. ეს ასევე ეხება საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელიც უფრო ეფექტური იქნება თბილისისთვის და გარკვეულწილად საქართველოს სხვა ქალაქებისთვისაც, რათა მომავალში უფრო მდგრადი ქალაქები იყოს. ჩვენ მყარი ურთიერთობები გვაქვს ქალაქ თბილისთან, საქართველოს მთავრობასთან. ეს ჩვენთვის ერთგვარი ძლიერი კაპიტალია, რათა წინ წავიდეთ“, - აღნიშნა მან.