ქუთაისში, 16 სექტემბერს 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2018 წელს კიდევ დამატებით 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.
”ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ასევე უნდა ვთქვა, რომ ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და 2018 წელს კიდევ დამატებით 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.