რეგიონსა და რუსეთში განხორციელებული კვლევის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებში ჰყავთ გამოკითულ მოქალაქეებს ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები , ვისთანაც ისინი ინარჩუნებენ მუდმივ კომუნიკაციას (პირადს, მიმოწერით, ტელეფონით და ა.შ.) თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპონდენტმა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველი, აზერბაიჯანელი და რუსი რესპონდენტების უმრავლესობას ნათესავი, ახლო მეგობარი ან კოლეგა საზღვარგარეთ არ ჰყავს. ამ პასუხს
აფიქსირებს ქართველების 33%, აზერბაიჯანელების 45% და რუსების 44%.
ქართველი რესპონდენტების დიდ ნაწილს - 31%-ს, ასევე, რუსეთში ჰყავს ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები, 12%-ს თურქეთში, 10%-ს კი - გერმანიაში.
როგორც აღმოჩნდა, რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) იმ რესპონდენტებიდან, რომელთაც რომელიმე ქვეყანაში მაინც ჰყავთ ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები, ყველაზე მეტი ასახელებს რუსეთს, როგორც მათი ახლობლების/კოლეგების საცხოვრებელ ქვეყანას. სომხეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ყველაზე დიდია და 81%-ს უდრის, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი - 25%-ს.
ამ შედეგებისგან განსხვავებით, რუსი რესპონდენტების მხოლოდ 1-1% აფიქსირებს, რომ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჰყავთ ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები.
საინტერესოა ის შედეგიც, რომ გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ახლობელი/კოლეგა საქართველოში აზერბაიჯანელებს (11%) ჰყავთ.
წყარო: ipm.ge