ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ანზორ სვანიძის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლებმა ფულადი ჯილდო დამსახურებულად მიიღეს.
ანზორ სვანიძემ აცხადებს, რომ ფულადი თანხა გადაეცა იმ თანამშრომლებს, რომლებიც „აგვისტოს თვეში გაჩენილი ხანძრის დროს 8-10 დღის განმავლობაში დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობდნენ და საკუთარი ხარჯებითაც და რესურებით ცდილობდნენ მეხანძრე-მაშველების მომარაგებას როგორც საკვებით, ასევე სხვა პირადი მოხმარების ნივთებით“.
„ამასთანავე ხანძრის დროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან მოხდა თანხების გამოყოფა, რომელიც გაიხარჯა ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მეხანძრე-მაშველების კვების, დაბინავებისა და ტრანსპორტირებისათვის“, - განმარტავს ანზორ სვანიძე.