საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

მექვაბიშვილი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს წარადგინა. ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა კი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

მექვაბიშვილი ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირია.