შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch იმერეთში თხილის წარმოებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე Camille Bloch-ის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.
შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებითა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით არის დაინტერესებული. იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა შვეიცარიელებს იმერეთის მხარეში თხილის სექტორში არსებული რესურსი გააცნო და მის მაღალ ხარისხზე ისაუბრა.
კერძოდ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის Camille Bloch-ის მფლობელს დანიელ ბლოხს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქარველოში შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია მარჯანიძე ესწრებოდა.
იხილეთ ინგლისური ვერსია: Swiss ChocolateCompany Camille Bloch to produce nuts in Imereti, Georgia