კიოლნი/ბონის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Turkish Airlines თვითმფრინავის მგზავრების ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ბომბის შესახებ ინფორმაცია შევიდა.
ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პოლიციის პრესრელიზში წერია.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც 111 მგზავრი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკზე იყო უკვე გასული, როდესაც ასაფეთქებელ მოწყობილობაზე ინფორმაცია შევიდა.
აღნიშნულის შედეგად, სტამბულის მიმართულებით მიმავალი რეისის გაუქმება მოხდა. მგზავრები აეროპორტის ტერმინალში დააბრუნეს.
ამჟამად პოლიციელები თვითმფრინავს ამოწმებენ.