საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია.
პროფკავშირების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ, 4 წლის ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.
ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 139-მა დელეგატმა, ხოლო ამირან ზენაიშვილს - 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი გაბათილდა.
კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
პროფკავშირების 213 დელეგატიდან დღევანდელ ყრილობაში 204 წევრი მონაწილეობდა, მათგან მხოლოდ ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ფარულ კენჭისყრაში.