ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„2017 წლის 14 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ ექვსი თვით გაახანგრძლივა შეზღუდვითი ზომები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით არის გამოწვეული“, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ევროკავშირის საბჭოში აცხადებენ, სანქციები 149 ადამიანს და 38 კომპანიას ეხება.