კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. რეგიონის მასშტაბით 30,3 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. 80 საწარმო დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებს ყურძნის მიღებას.
მევენახეების შემოსავალმა ყურძნის რეალიზების შედეგად 32,8 მლნ ლარს მიაღწია.
დღეს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და "რთველი 2107"-ის შტაბის წევრები ყურძნის ჩაბარების პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში კომპანია ”მილდიანის” ღვინის ქარხანაში გაეცნენ. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რთველი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც რიგების არარსებობაზეც აისახება.
ყურძნის დღე-ღამის გადამუშავების მაჩვენებელმა 4,2 ათას ტონას გადააჭარბა.