ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან, პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის საფარის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი 2400 მეტრზე დაიგო. სამუშაოები ივნისის თვიდან დაიწყო და დღეს დასრულდა. მოეწყო 30 გრძ.მ. გაბიონი, 148 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 1718 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 87 გრძ.მ. ლითონის მილი. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 69 ათას 290 ლარი გამოიყო.
2017 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ სულ 10 კმ-მდე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დაგეგმილია 25 კმ-მდე ბეტონის საფარის მოწყობა. მოხდება 17 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია; ხულოში ახალი ხიდის მშენებლობა და 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობაა გათვალისწინებული.
სულ ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 7 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება.