პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეების ვინაობა ცნობილია.ირაკლი პეტრიაშვილის მოადგილეებად პროფკავშირების ქალთა კომიტეტის წევრი რაისა ლიპარტელიანი, მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე, საავტომობილო ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია და პროფკავშირების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე ეთერი მათურელი აირჩიეს.
ეთერ მათურელი თავმჯდომარის მოადგილედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაშიც მუშაობდა.
კანდიდატები ღია სხდომაზე მანდატების აწევით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
დღეს პროფკავშირების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ, 4 წლით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. მას პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტი 2005 წლიდან უკავია.