იაპონური კერძები სასტუმროს 31-ე სართულზე და პანორამული ხედები ქალაქზე

თევზი, ბრინჯი, ბოსტნეული, ძმარი - ეს სუშია, იაპონური სამზარეულოს სიამაყე. თუმცა, სუშის მხოლოდ იაპონიაში არ მიირთმევენ.

მან უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი უამრავი ქვეყნის პრესტიჟულ რესტორანში. ამ მხრივ არც საქართველო და თბილისია გამონაკლისი. დედაქალაქში რამდენიმე რესტორანია, სადაც სუშის დაგემოვნებას შეძლებთ. მათ რიცხვს კი ოქტომბრიდან სასტუმრო ”ბილტმორ თბილისის” რესტორანი ”ზიმი” შეემატება.

bpn

რატომ „ზიმი“?

რესტორან ”ზიმში” უგემრიელესი სუშის მირთმევა ქალაქის 360 გრადუსიანი ხედებით ტკბობის პარალელურად შეგიძლიათ. უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისგან დამზადებული იაპონური კერძები და რესტორანი რეგიონის ყველაზე მაღალ სასტუმროში პანორამული ხედებით - რთულია, ამ შეთავაზებამ ადამიანი არ დააინტერესოს. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც უცხოური ტრადიციული კერძები უყვართ. სწორედ ამიტომ ”ზიმი” ოქტომბრიდან ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ელოდება უგემრიელესი იაპონური სუშის დასაგემოვნებლად.

bpn

უცხო არ ნიშნავს ძვირს

ამ შემთხვევაში გემოვნებასთან ერთად, ადამიანის ბიუჯეტიც გასათვალისწინებელია. უცხო კერძები, უმეტესად, დიდ თანხასთან ასოცირდება ხოლმე. თუმცა ”ზიმში” სუშის ფასები ნებისმიერი შემოსავლის მქონე პიროვნებისათვის მისაღებია.

თბილისის ყველაზე მაღალ რესტორანში იაპონურ კერძებზე როგორც მეგობრები და ოჯახის წევრები, ისე საქმიანი პარტნიორები შეგიძლიათ დაპატიჟოთ. 

bpn

რაც შეეხება თავად ბარ-რესტორანს - ”ზიმი” 2016 წელს გაიხსნა, თუმცა მასზე საუბარი და მითქმა-მოთქმა დიდი ხნით ადრე დაიწყო, ის ხომ ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობის, ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს. ”ზიმი” ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბარი სასტუმროს 30-ე სართულზე მდებარეობს. სუშის მირთმევა კი 31-ე სართულზე მდებარე რესტორანში შეგეძლებათ.

bpn bpn