ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, შესაძლოა, აღარ გადავიდეს

ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, შესაძლოა, აღარ გადავიდეს.

როგორც ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ, ზაზა მეტრეველმა განაცხადა, ბაზრობის ხელმძღვანელობას თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდა და დაპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არ გადავა.

ზაზა მეტრეველის თქმით, ნარმანია მათ ასევე დაპირდა, რომ ტერიტორია ისე შეიცვლება, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს.

”ერთობლივი პროექტით რაღაც სახე მიეცემა ელიავას ბაზრობას ისე, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს და მოსახლეობისთვისაც ხელსაყრელი იყოს”, - განაცხადა ზაზა მეტრეველმა.

მისივე თქმით, თბილისის მერის დაპირების თანახმად, ტერიტორიის გამწვანება მოხდება ბაზრობის გადატანის გარეშე.

”დაპირება იყო, რომ ბაზრობა ტერიტორიიდან არ გადავა. ჩვენ თვითონაც გვინდა, რომ უფრო მეტი გამწვანება იყოს”, - განაცხადა ზაზა მეტრეველმა.