განვითარებადი ქვეყნების ნაწილი 2030 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ოცეულში აღმოჩნდებიან.
ორგანიზაცია PwC-ის კვლევის თანახმად, ბრაზილია და ინდოეთი 2030 წლისთვის სულ უფრო მეტ კონკურენციას გაუწევენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორებიც არიან აშშ და ჩინეთი. თავად აშშ კი ლიდერის პოზიციას დაკარგავს და ჩინეთს დაუთმობს პირველობას.
წარმოდგენილი კვლევა აფასებს ქვეყნებს მათი პროგნოზირებადი მთლიანი შიდა პროდუქტის გლობალური ზრდისა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. მსყიდველუნარიანობის პარიტეტი კი განისაზღვრება ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ვალუტის ფასეულობიდან გამომდინარე.
წარმოგიდგენთ 2030 წლისთვის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალს.
1. ჩინეთი - 38,008 ტრილიონი დოლარი
2. აშშ - 23.475 ტრილიონი დოლარი
3. ინდოეთი - 19,511 ტრილიონი დოლარი
4. იაპონია - 5,606 ტრილიონი დოლარი
5. ინდონეზია - 5,424 ტრილიონი დოლარი
6. რუსეთი - 4,736 ტრილიონი დოლარი
7. გერმანია - 4,707 ტრილიონი დოლარი
8. ბრაზილია - 4,4039 ტრილიონი დოლარი
9. მექსიკა - 3,361 ტრილიონი დოლარი
10. დიდი ბრიტანეთი - 3,638 ტრილიონი დოლარი
11. საფრანგეთი - 3,337 ტრილიონი დოლარი
12. თურქეთი - 2.996 ტრილიონი დოლარი
13. საუდის არაბეთი - 2.755 ტრილიონი დოლარი
14. სამხრეთ კორეა - 2.651 ტრილიონი დოლარი
15. იტალია - 2.541 ტრილიონი დოლარი
16. ირანი - 2.354 ტრილიონი დოლარი
17. ესპანეთი - 2.159 ტრილიონი დოლარი
18. კანადა - 2.141 ტრილიონი დოლარი
19. ეგვიპტე - 2.049 ტრილიონი დოლარი
20. პაკისტანი - 1.868 ტრილიონი დოლარი
21. ნიგერია - 1.794 ტრილიონი დოლარი
კოკა კვირკველია