აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში საინვესტიციო პროცესის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამებს განახორციელებს. უწყების ინფორმაციით, რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა 2018-2021 წლებში 2 165 600 ლარით დაფინანსდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018-2021 წლების პროგრამების პრეზენტაცია მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა.
ახალ ბულვარში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები - ახალ ბულვარში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებით დაახლოებით 520 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად ქალაქში გაჩნდება: 1 700 სასტუმრო ნომერი დაახლოებით 2600 ახალი სამუშაო ადგილი გმირთა ხეივანის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 12 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რაც ჯამში დაახლოებით 600 მილიონი ლარის ინვესტიციაა. ხეივანში მიმდინარე პროექტებით ქალაქს დაახლოებით 1 000 სასტუმრო ნომერი დაემატება.
2017 წელს „ბათუმის ესტაკადის“ მშენებლობა იწყება. რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტში - 10 000 000 ლარია გათვალისწინებული, მიმდინარეობს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროექტი. მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს: პირველ ეტაპზე: ხელვაჩაურის, ქედის და ხიჭაურამდე არსებული დასახლებების გაზიფიცირება; მეორე ეტაპზე: ხიჭაური-გოდერძის გაზიფიცირება. პროექტისთვის 2018 წლის ბიუჯეტიდან - 15 602 540 ლარია გამოყოფილი.
ამასთან, დაიწყო მთის კურორტების განვითარების ახალი ეტაპი. ამ ეტაპზე ხორციელდება 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. რაც 80 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. შედეგად 435 განთავსების ადგილი გაჩნდება.
იგეგმება მაჭახელაში „ეთნოსოფელის“ მოწყობა. პროექტი მაჭახელას ტრადიციების და კულტურის ერთ სივრცეში გაცოცხლებას ითვალისწინებს.
საპიკნიკე ადგილების მოწყობის პროექტი - ტურისტებისა და მგზავრებისათვის დასვენებისა და მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას უზრუნველყოფს. პირველი ეტაპის პროექტირების თანხა -1 428 167 ლარია.
ხორციელდება ეკონომიკური ობსერვატორიის პროექტი -ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტში - 107 000 ლარია გათვალისწინებული. მიზანი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების აგრეგაცია იქნება. ეს იქნება აჭარის ობსერვატორიის ვებ გვერდი - რეპოზიტორიუმის სახეობა, რომელიც აგროვებს და წარმოადგენს მონაცემებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის მართვის თვალსაზრისით, ისევე ცენტრალური თვითმართველობის დონეზე.აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აჭარის დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნას. ასევე დასაქმების ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სისტემის გენერალური გეგმის მომზადებას.
მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე შიდა საკომუნიკაციო ქსელების, შიდა ტიხრების, გარე კარ-ფანჯრების და სახურავის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა - 2018 წლის მაისი.
ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა - ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების და ტექნიკური ზედამხედველობის ელექტრონული შესყიდვის პროცედურები (შერჩევა-შეფასება)
აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი - პროექტის მიზანია: მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესება, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ამაღლება, გარემოსდაცვასა და წყლის რესურსების შენარჩუნება, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევის (Feasibility Study) მომზადება. კვლევის (Feasibility Study) ბიუჯეტი- 550 ათასი ევროა, რომელიც KfW-ს გრანტით დაფინანსდება. პროგრამის საინვესტიციო ბიუჯეტი 20 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც KfW-ს სესხით დაფინანსდება.
აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი - მისი მიზანია: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა; ბათუმის და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული არასტანდარტული და ექსპლოატაციისათვის არასათანადო ნაგავსაყრელების (სულ 3) კონსერვაცია; რეგიონის ეკოლოგიური, სოციალური და ტურისტული გარემოს გაუმჯობესება. ამ დროისათვის EBRD-ის ექსპერტების მიერ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა; 2017 წლის ივლისში, „შპს ჰიგიენა-2009“-მ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც EBRD-ის წესების შესაბამისად, 2 ეტაპად ჩატარდება.