ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობის სამთვიან სესხებს, რომელსაც ის კომერციულ ბანკებზე გასცემს, ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
”ფულის მართვის მსგავსი პრაქტიკა მომავალშიც იქნება გათვალისწინებული, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს სესხები შეიძლება უფრო მოკლევადიანი იყოს, თუმცა მომდევნო წლის რესურსების ფარგლებში, შეიძლება უფრო გრძელვადიანი იყოს”, - აღნიშნა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის კურსის ვარდნას მოსახლეობის მოლოდინებით ხსნის და აცხადებს, რომ განხორციელდა იმაზე მეტი მოცულობის დოლარის შესყიდვა, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში იყო საჭირო.