შრომის ანაზღაურების კუთხით, მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით, 68 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯია გაწეული , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე დაინტერესდა, ბიუროკრატიულ ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ბიუჯეტის შესრულების მონაცემებით.
"სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების კუთხით 2017 წლის 8 თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 49 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი არის გაწეული, ხოლო ნაერთ ბიუჯეტს, მუნიციპალიტეტების ჩათვლით თუ შევადარებთ, 68 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯია გაწეული შრომის ანაზღაურებისთვის, ვიდრე ეს იყო 2016 წელს", - განაცხადა კაკაურიძემ.