რა ცვლილებები იგეგმება მიწის შესახებ კანონში

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმია გამოცხადებული.

რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის ამოქმედებამდე სრულადაა აკრძალული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება. თუმცა კანონმა შესაძლოა დაუშვას გარკვეული გამონაკლისები და დადგენილი შეზღუდვა არ გავრცელდეს კომერციულ ბანკებზე, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ამასთანავე, მთავრობას განსაკუთრებულ შემთხვევაში მიწის უცხოელზე გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დარჩეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საკითხი ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და შინაარსობრივი საკითხები შესაძლოა, კიდევ დაიხვეწოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე