რომელი პროდუქტი გააქვს საქართველოს ყველაზე ხშირად ექსპორტზე და რომელი პროდუქტებია იმპორტირებული.
ბოლო წლებში საქართველოს ექსპორტზე ყველაზე მეტი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ღვინო და სამკურნალო საშუალებები გააქვს.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში - ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ნავთობის აირები და სპილენძი შემოდის.
2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 657 მლნ დოლარის პროდუქტი გავიდა. იანვარ-ივლისის მონაცემებით, უმსხვილესი სასაქონლო ჯფუგები ექსპორტის კურთხით ასეთია:
სპილენძის მადნები - 244 მლნ დოლარი, ფეროშენადნობები - 183 მლნ დოლარი, მსუბუქი ავტომობილები - 102 მლნ დოლარი, ღვინო - 84 მლნ დოლარი და სამკურნალო საშუალებები - 79 მლნ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1879 მლნ დოლარი პროდუქტი შემოვიდა იანვარ-ივლისის მონაცემებით უმსხვილესი სასაქონლო ჯფუგების იმპორტი ასე გამოიყურება:
ნავთობპროდუქტები - 355 მლნ დოლარი, მსუბუქი ავტომობილები - 261 მლნ დოლარი, სამკურნალო საშუალებები - 197 მლნ დოლარი, ნავთობის აირები - 194 მლნ დოლარი და სპილენძი 187 მლნ დოლარი.