გერმანია კიდევ უფრო შეზღუდავს ეკონომიკურ თანამშრომლობას თურქეთთან, რათა თურქეთში დაკავებული გერმანიის მოქალაქეების გათავისუფლება მოახერხოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაზეთ Passauer Neue Presse-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო შეზღუდვა მოგვიწევს. ასევე გადავხედავთ რიგ პროექტებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელმა აღშფოთება გამოხატა იმით, რომ თურქეთში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დღემდე გერმანიის უამრავი მოქალაქე იმყოფება.
„ჩვენ დაკავებულებს საკონსულო დახმარებას უწევს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, თურქული მხარე რიგ შემთხვევებში ამას აჭიანაურებს“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის შეფასებით, თურქეთში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 50-ზე მეტი გერმანიის მოქალაქე იმყოფება. უმეტეს შემთხვევაში, საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე.