თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-17 კილომეტრზე ხანძარია

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-17 კილომეტრზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი მწვანე ნარგავებზეც გავრცელდეს.

ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია.