სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში ჟანგბადის ავზი აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.