სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია. აფეთქება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მოხდა, სადაც რემონტი დასრულდა და შენობის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა.მამაკაციც, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, რემონტის შემდეგ დასუფთავების სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.
სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ჟანგბადის ავზი აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომდგენლები. უბედური შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.