სამართალდამცავებმა ტაშკენტის ქუჩაზე ყაჩაღობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიმდინრეობს შესაბამისი ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ყაჩაღობის ადგილას რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო.
ტაშკენტის # 23-ში, სადაც ყაჩაღობის ფაქტი მოხდა, ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფი.