აზიის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კომპანიის იუბილეზე მაიკლ ჯექსონი განასახიერა (ვიდეო)

აზიის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და „ალიბაბას“ დამფუძნებელმა ჯეკ მამ კომპანიის 18-წლის იუბილეზე მაიკლ ჯექსონი განასახიერა.

ჯეკ მამ კოლეგებთან ერთად ჯექსონის ცნობილ ჰიტზე Billie Jean იცეკვა. იუბილეს „ალიბაბას“ 40 ათასი თანამშრომელი ესწრებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ალიბაბას“ დამფუძნებელმა თანამშრომლებისთვის იცეკვა. 2009 წელს „ალიბაბას“ 10 წლის იუბილეზე, ჯეკ მამ ცნობილი ანიმაციიდან „მეფე ლომი“ შეასრულა სიმღერა.

ჯეკ მა აზიისა და ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 39 მილიარდი დოლარია.

იხილეთ აგრეთვე: ჩინელი მილიარდერი, რომელსაც ჰარვარდში მიღებაზე 10-ჯერ უთხრეს უარი