„დოიჩე ბანკის“ აქტივების მართვის მენეჯმენტის გუნდის დასკვნით, მსოფლიოს ორი წამყვანი ვალუტის - დოლარისა და ევროს დინამიკაზე გავლენას პოლიტიკა უფრო ახდენს, ვიდრე ეკონომიკა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დოლარის ინდექსი მსოფლიოს ექვს წამყვან ვალუტასთან მიმართებეაში 11%-ით დაეცა და 2015 წლის იანვრის შემდეგ დოლარის ინდექსი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.
რაც შეეხება ევროს, 2017 წლის აპრილიდან მოყოლებული ევროს კურსი იზრდება. 15 სექტემბერს კი ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია 2015 წლის იანვრის მერე.
„დოიჩე ბანკის“ წარმომადგენელთა თქმით, ეს თარიღები იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვალუტების დინამიკაზე.